ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრის შესახებ

2006 წლის 28 ივნისს მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძეს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და კონსულტაციების გაგრძელების პერსპექტივები, საგანგებო ყურადღება დაეთმო კონფლიქტების მოგვარების საკითხებს.

ქართულმა მხარემ გამოხატა უკმაყოფილება, ორი ქვეყნის პრეზიდენტების სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება კონფლიქტების მოგვარების პრობლემატიკას. გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ, მიუხედავად უმაღლეს დონეზე დაწყებული დიალოგისა, კვლავ კეთდება ისეთი განცხადებები, რაც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, საქართველო კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტის მექანიზმების წინასწარ განსაზღვრის აშკარა მცდელობას წარმოადგენს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებების ფორმა და შინაარსი.

 

 2006 წლის 28 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი