ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ

2006 წლის 28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მიიღო გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი, რომელიც უახლოეს დღეებში დაასრულებს თავის მისიას საქართველოში.

შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ქალბატონი ტალიავინის საქართველოში მოღვაწეობას და მადლობა გადაუხადა აფხაზეთის, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

 

 

2006 წლის 28 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი