ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ

მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკ) წარმომადგენელს ნავიდ ჰუსეინს.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტიერეს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო გლუკ-ის წარმომადგენლობის თანამშრომლობას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ვერიფიკაციის პროცესში. ბატონმა გიორგი მანჯგალაძემ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია გალის რაიონში ადგილნაცვალ პირთა ვერიფიკაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ბატონმა ჰუსეინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გლუკ-ის მიზანი არის ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათთვის უსაფრთხოების პირობების შექმნას როგორც გალის რაიონში, ისე მთელს აფხაზეთში, საქართველო.

 

2006 წლის 29 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი