ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

2009 წლის 2 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან  ბო ასფლუნდთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

2009 წლის 2 სექტემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი