ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ ახალი სადემარკაციო ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 10 ივლისს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ  სადემარკაციო ნიშნების გადაადგილების  გამო. ამგვარი ნაბიჯები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, ნეგატიურ ზემოაქმედებას ახდენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, აღრმავებს უნდობლობას, კიდევ უფრო ართულებს  კონფლიქტის გადაწყვეტას და  ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილებაში.
 
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
 
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიაჩნია, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.