მოვლენათა ქრონოლოგია 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს 19:00 საათამდე

ინფორმაცია ოპერატიულია და შესაძლოა საჭიროებდეს დადასტურებას

15 აგვისტო

18:30 რუსეთის არმიის 9 ჯავშანტექნიკა, რომელთაც თან ახლდა მი-24 ტიპის 3 ვერტმფრენი, დაიძრა თბილისის მიმართულებით. ისინი გაჩერდნენ კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 25 კმ-ში  და დააფუძნეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი

17:00 რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ფოთიდან გასვლა. მათ თან გაიყოლეს "შავი ზვიგენის” ტიპის 8 ნავი, ა ტიპის 7 ნავი, სანაპირო დაცვის 2 ხომალდი. მათ ასევე წაიღეს მოწყობილობები ფოთის სანაპირო დაცვის შენობებიდან.

16:10  რუსმა სამხედროებმა ქარელის რაიონის სოფელ გოგეთიდან გაიტაცეს ნამგალაურების ოჯახის 4 წევრი. გამტაცებლებმა ზნაურისკენ აიღეს გეზი.

15:30 რუსული ვერტმფრენები დაფრინავენ ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე და იქ ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან. შედეგად გაჩნდა 12-15 ცეცხლის კერა. რუსმა სამხედრო პირებმა დაადასტურეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენების გადაფრენა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

13:00 რუსმა სამხედროებმა ფოთში დაიკავეს ერთი თურქი და როიტერის ორი ჟურნალისტი (მათგან ერთი საქართველოს მოქალაქე).  

10:30 გორის რაიონის სოფელ საგოლაშენში ოსმა სეპარატისტებმა გააჩერეს დამოუკიდებელი ჟურნალისტის მარგარიტა ახვლედიანის ავტომანქანა. მათ ესროლეს ავტომანქანას. ჟურნალისტს წაართვეს ავტომანქანა, კამერა და სხვა ნივთები.

09:30 რუსული სამხედროებით სავსე 21-მა სამხედრო სატვირთო მანქანამ დაიწყო მოძრაობა სენაკიდან ფოთის მიმართულებით.

09:20 რუსეთის 58-ე არმიის 42-ე დივიზიის 71-ე ქვედანაყოფი ცხინვალიდან დაიძრა ერგნეთისაკენ გორის მიმართულებით.

08:00 რუსული ჯარების 14 ჯავშანტექნიკა და 4 სატვირთო ავტომანქანა სენაკიდან დაიძრა სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქის ქუთაისის მიმართულებით. ამ დროისათვის ისინი იმყოფებიან მდინარე აბაშის წყალთან, ქუთაისიდან აღმოსავლეთით 40 კმ-ზე და სამტრედიიდან 10 კმ-ზე _ დასავლეთ საქართველოს მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი.   

"ჰიუმან რაითს ვოჩ”-მა დღეს განაცხადა: "ჰიუმან რაითს ვოჩ”-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსულმა თვითმფირნავმა საქართველოს დასახლებული ადგილები დაბომბეს "მხტუნავი ჭურვებით”  (აკრძალულია მსოფლიოს 107 ქვეყნის მიერ).  საჰაერო თავდასხმების შედეგად 6 აგვისტოს შემდეგ დაიღუპა 11 მოქალაქე და ათობით დაიჭრა.

რუსეთის საზღვაო ძალები აგრძელებენ საქართველოს ტეროტორიული წყლების კონტროლს.

14 აგვისტო

23:50 გორის რაიონის სოფელი რუისიდან და ხაშურის რაიონის სოფელ მოხისიდან გვატყობინებენ მარადიორობისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფის შესახებ.

22:10 რუსული ჯარები დაიძრნენ ზუგდიდიდან გაიარეს სენაკი და გააგრძელეს სვლა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში აღმოსავლეთის მიმართულებით.

21:20 რუსეთის არმიის 100-მდე ჯავშანტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დაიძრა ზუგდიდიდან სენაკის მიმართულებით.

20:05-სათვის რუსეთის ჯარებმა მიაღწიეს სენაკს. მოსალოდნელია მარადიორობის ახალი ტალღა.

19:35 გერმანული ტელევიზიის ZDF-ის ჟურნალისტმა შეგვატყობინა, რომ მის თვალწინ ოსმა სეპარატისტებმა დანიელ ჟურნალისტს წაართვეს ავტომანქანა და კამერა.

19:10 რუსეთის არმიამ ზუგდიდში განალაგა დამატებით ძალები და ქალაქის ირგვლივ დაიწყო საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და პოზიციების გამაგრება.

18:30 სისასტიკისა და მარადიორობის ფაქტების შესახებ გვატყობინებენ ქარელის რაიონის სოფელ ძევერადან. ჯარისკაცების მიერ განხორციელებული მარადიორობის შესახებ გვატყობინებს ადგილობრივი მოსახლეობა.

18:15 რუსეთის ჯარები შევიდნენ ქარელის რაიონის სოფელ აგარაში. მარადიორობის შესახებ გვატყობინებს ადგილობრივი მოსახლეობა.

18:10 რუსმა გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა უარი თქვა აეღო პასუხისმგებლობა გორში ჟურნალისტების სიცოცხლეზე.

17:30 ჰუმანიტარულ დახმარებაში მონაწილეობის მისაღებად 120 ესტონელი რეზერვისტი ეწვია საქართველოს.

17:00 სატელევიზიო კომპანია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გორის მახლობლად სნაიპერის მიერ განხორციელებული დამიზნებული სროლით დაიჭრა პირდაპირ ეთერში.

16:30 გორის რაიონის სოფლებში ბროცლეთში, მეჯვრისხევში, გორიჯვარში და ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში მიმდინარეობს დარბევა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მიერ.

16:00 ოთხი ისრაელელი ჟურნალისტი,  ”ჰაარეც”-ის კორესპონდენტის ანსელ პფეფერის და ფოტოგრაფ ნირ კაფრის ჩათვლით, საქართველოს ქალაქ გორში გაძარცვულ იქნენ რუსი ჯარისკაცების მიერ გამაგრებულ პუნქტზე.

15:40 ქარელის რაიონის სოფელ თოხლაურას მახლობლად რუსმა ჯარისკაცებმა ქართველ პოლიციელს წაართვეს ავტომანქანა.

15:30 გორის რაიონის სოფელ დებისში მარადიორობენ რუსი ჯარისკაცები.

14:40 ადგილობრივი მაცხოვრებლები გვატყობინებენ, რომ რუსული ჯარები შევიდნენ გორის რაიონის მეჯვრისხევში.

14:15 რუსული ჯარები შევიდნენ ქარელის რაიონის სოფლებში რუისი და წვერი.

14:00 რუსული ჯარები კვალ შევიდნენ გორში. საქართველო აღარ აკონტროლებს ქალაქს.

12:30 გორის მახლობლად რუსი სამხედროები თავს დაეხსნენ ქართული სატელევიზიო არხის ”რუსთავი 2”-ის გადამღებს – მას დაემუქრნენ იარაღით და აუკრძალეს გადაღება.

ადრე შუადღით, გორის მახლობლად, კანადის სატელევიზიო არხის ჩBჩ-ის 3 ჟურნალისტს, მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელის ჩათვლით, სავარაუდოდ ჩრდილოეთ კავკასიური წარმოშობის სამხედროებმა წაართვეს ავტომანქანა, ტექნიკა და სხვა ნივთები. ეს ინციდენტი მოხდა რუსი ჯარისკაცების თანდასწრებით, რომელთაც არაფერი მოიმოქმედეს ძარცვის შესაჩერებლად.    

12:00 რუსული ჯარები კვლავ შევიდნენ ფოთში. მათ დაიკავეს სანაპირო დაცვის შენობა და გაანადგურეს საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღები.

12:00 ზუგდიდში დამატებითი რუსული ჯარები შევიდნენ. რუსული ჯარები კვალ რჩებიან სენაკში. რუსული ჯარები აგრძელებენ გორის შესასვლელის ბლოკირებას. არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ შეთანხმების შესაბამისად ისინი აპირებენ დატოვენ პოზიციები.

11:00 რუსული ჯარები გადაადგილდებიან ქალაქ სენაკში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან აღმოსავლეთით 230 კმ-ში და ანადგურებენ საქართველოს სამხედრო მოწყობილობებს.

13 აგვისტო

21:20 რუსულმა ჯარმა დაიწყო დაწევა უკან თბილისი-ფოთის გზატკეცილის ჩრდილოეთიით გორის რაიონში. ამ დროისათვის ისინი კვლავ ქ. გორში არიან.

21:10 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული პირველი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპოტში.

21:00 თვითმხილველთა ინფორმაციები კვლავ შემოდის პოლიციის სადგურებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შესახებ.

20:12 ქარელის რაიონის  სოფლების ბრეთისა და არადეთის მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სოფლებს და მიემართება თბილისისაკენ. ოსი სეპარატისტები ძარცვავენ ამ სოფლებს. შეგვატყობინა: ნაილი გაჩეჩილაძემ 893 73 32 47.

18:00 რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს თურქული სამოგზაურო კომპანიის მძღოლები, მათ ჩამოართვეს ავტობუსები.

17:50 გორის მცხოვრებლებმა დაიწყეს თბილისის მიმართულებით ფეხით მოძრაობა რუსული ჯარებისა და ოსი სეპარატისტების სასტიკი თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით. წყარო:899 888 143893 529 336899 242 683

17:15 ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, რომლებიც აგრძელებენ პოლიციაში რეკვას, რუსული ჯარებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ირბევა შემდეგი სოფლები:ქარელის რაიონი – ავნევი, წერონისი, კნოლევი.კასპის რაიონი – ხანდაკი, დოესი, კარაღანდი.გორის რაიონი – ტყვიავიგორის მცხოვრებლებს ატყვევებენ და აგზავნიან ცხინვალში

17:05 ევროკავშირის მინისტრებმა გაავრცელეს განცხადება, რომელში აღნიშნეს, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში, მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ სარკოზის პრინციპებს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით და გამოხატეს მზადყოფნა, რათა აქტიურად ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში, ადგილზე ყოფნის ჩათვლით.

17:00 რუსულმა ჯარებმა, რომლებიც მიემართებოდნენ თბილისისაკენ გადაუხვიეს და გაემართნენ უფლისციხისაკენ, გორის რაიონი.

 

16:10  რუსული ჯარები დაიძრენ გორიდან თბილისის მიმართულებით, თუმცა მოგვიანებით მარშუტი შეცვალეს და სოფელ ორჭოსანთან გადაუხვიეს.

15:20  ალისია ვარდანიანი, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის  ჟურნალისტი  იუწყება გორიდან, რომ გორში დაიწყო მარადიორობა. მოსახლეობას ძარცვავენ და რუსული ტანკები ანგრევენ სახლებს.

15:15 ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად  ქართული მოსახლეობა სოფელებიდან ბობნევი, მარანა, ძევერა, ხიდისთავი, ჩალაუბანი ოსი სეპარატისტებისგან თავს ტყეებს აფარებს.

15:00 გიგი მთვარელიძე, ცსკოს წევრი, გაიძარცვა რუსულენოვანი სამხედროების მიერ გორის მახლობლად. მას წაართვეს მანქანა და პირადი ნივთები.

14:45 პაატა საბელაშვილი, ფოტოგრაფი, გვაცნობებს, რომ გორის ავტომაგისტრალზე ოსმა სეპარატისტებმა გაძარცვეს მინიავტობუსი, რომლეშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 25 წლის ქალი გატაცებულ იქნა თავდამსხმელების მიერ.

14:20  ადგილობრივი წყაროების თანახმად, გორის მაცხოვრებლები თავს აფარებენ გორის სამხრეთით მდებარე სოფელ ატენს.

14:00  ფოთის პორტში რუსულმა სამხედრო  შენაერთებმა ააფეთქეს სამი საზღვაო სანაპიროს დაცვის გემი.

13:05 რუსი ჯარისკაცები შეიჭრნენ წალენჯიხის რაოინის სოფელ ფახულანში.

13:00  ადგილობრივი წყაროების თანახმად, ოსი სეპარატისტები შეიჭრნენ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში.

12:35 25 მშვიდობიანი მისახლე გატაცებულ იქნა ოსი სეპარატისტების მიერ სოფელ ტყვიავიდან. ავტობუსი, რომლითაც გატაცებული მოქალაქეები გადაყავდათ, მოყვა ავარიაში, რის შემდეგაც ოთხმა მათგანმა მოახერხა გაქცევა.

12:00  რუსმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს გორის საარტილერიო ბრიგადის ბაზა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა თხოვნით ყველა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს და საერთაშორისო ორგანიზაციას, არ მიატოვონ  საქართველო მარტო და მიიღონ გადამჭრელი ზომები, რათა დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და დახმარება გაუწიონ ქართველ ხალხს, რათა დაიცვან მათი თავისუფლება.

10:20  ადგიობრივი წყაროების თანახმად, რუსული ჯარები შევიდნენ გორში

09:20 რუსი შეიარაღებული ჯარები (50 საჯარისო შენაერთი) გაემართნენ ცხინვალიდან გორში.

09:12 ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, სოფელ თედოწმინდაში ნაპოვნია ოთხი ავტომანქანა მოკლული მგზავრებით.

08:00 ოსი სეპარატისტები  ისევ დაესხნენ თავს სოფელ ყარალეთის მშვიდობიან მოსახლეობას და მიაყენეს  ფიზიკური შეურაცხოფა.

06:50 რუსულმა ავიაციამ ორი ბომბი ჩამოაგდო სოფელ საქაშეთში, გორის მიდამოებში, თუმცა მხოლოდ ერთი ბომბი აფეთქდა.

01.05 ადგილობრივ ინფორმაციაზე  დაყრდნობით, ოს სეპარატისტებს მძევლად აყავთ სოფელ ნიქოზის, ზვერის, ტყვიავის,  ყარალეთის ადგილობრივი მოსახლეობა.

სოფელ ბერბუკის მოსახლეობა შეიკრიბა გორის ქუჩებში და ითხოვს ევაკუაციას.

12 აგვისტო

23:12 ადგილობრივ  წყაროებზე დაყრდნობით ოსი სეპარატისტები ანადგურებენ შემდეგ ქართულ სოფლებს: ბერკური, რახა, სვენეთი, ხელთუბანი, ყარალეთი.

22:52 სამ უცხოელ ჟურნალისტს წაართვეს მანქანა გორის რაიონის  სოფელ ყარალეთში.

21:50 სენაკის სამხედრო ბაზა განადგურებულ იქნა რუსული სამხედროების მიერ. განადგურებული და  გატაცებული იქნა იარაღი და აღჭურვილობა.

21:35. შემაშფოთებელი ინფრომაცია მოდის გორის ჩრდილეთით განლაგებული სოფელებიდან არბო და დიცი. ადგილობრივ ინფრომაციაზე დაყრდნობით ოსი სეპარატისტები დაუნდობლად ანადგურებენ ქართულ მოსახლეობას აღნიშნულ სოფლებში.

   ადგილობრივი ინფორმაციაზე დაყრდნობით, გორის რაიონის ქართული სოფლების ქორდის და მერეთის მოსახლეობა არის შეურაცხოფილი სეპარატისტების მიერ.    ტყვიავში ოსი სეპარატისტები დაუნდობლად უსწორდებიან ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას. ერთი მკვლელობის ცნობა უკვე დადასტურებულია.

  ჭილისუბანში, ადგილობრივი მოსახლეობა იმალება სარდაფებში  და ითხოვენ შველას.

19:10 რუსული ჯარები შემოვიდნენ ზემო აფხაზეთში აღმოსავლეთიდან,   სოფელი ხაიშისკენ,  (სვანეთი) და დაიკავეს იგი.

15:00-19:00 რუსი ჯარისკაცები სამჯერ დაესხნენ  თავს საქართველოს სასაზღვრო  დაცვის ცენტრს. გატაცებულ და განადგურებულ იქნა იარაღი,  დააზიანეს  ქართული სასაზღვრო დაცვის გემები.

18.30 ოსი სეპარატისტები შევიდნენ გორის რაიონის სოფელ დისევში და დაიწყეს ეთნიკური წმენდა, სახლების დაწვა და მოსახლეობაზე თავდასხმა. რუსი სამხედროები ამ ყველაფერის მომსწრენი არიან, მაგრამ არავითარი რეაქცია არ გააჩნიათ.

18.30 ოსი სეპარატისტები შევიდნენ გორის რაიონის სოფელ კარალეთში და დაიწყეს ეთნიკური წმენდა, სახლების დაწვა და მოსახლეობაზე თავდასხმა.

18.00 ხაშურის რაიონის სოფელ ტკოცაში ჩამოაგდეს 4 ბომბი. არცერთი ბომბი არ აფეთქებულა.

18.00 რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ფოთის პორტში მდგარი ქართული ხომალდების აფეთქება.

18.00 ყულევის ტერმინალის მეწილეებს რუსმა სამხედროებმა შეატყობინეს, რომ დაგეგმილი ჰქონდათ ნავთობტერმინალის დაბომბვა.

17.30 აფხაზმა სამხედროებმა მოახდინეს მძიმე შეიარაღების მობილიზება სოფელ განმუხურის დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც მათ დაიკავეს წინა დღეს და მოაწყვეს საბაჟო პუნქტი.

16.30 რუსეთის ჯარები შევიდნენ გორის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ტერიტორიაზე. მოკლულ იქნა ერთი თანამშრომელი და სამი დაიჭრა. რუსებმა გაანადგურეს სადგურის აღჭურვილობა. შედეგად, ერთადერთი რუსულენოვანი სატელევიზიო არხი «ალანია» აღარ გადის ეთერში. რეგიონი ასევე ვერ იღებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს.

16.30 თბილისში ჩატარებულ დიდ მიტინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის თაობაზე.

14.50 კასპის რეგიონის სოფელი საკორითნო და ქარელის რეგინის სოფელი რუისი დაბომბილია რუსული ავიაციის მიერ.

14.00 ხაშურის რაიონის სოფელ აგარაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა სასწრაფო დახმარების მანქანა.

13.25 სამმა რუსულმა თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა სოფელ ორჭოსანში, რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს.

12.30 თბილისთან მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბილ იქნა რუსული თვითმფრინავების მიერ.

12.25 დაიბომბა რუსთავიდან 5 კმ მანძილზე მდებარე ნავთობსადენი.

10.15 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს გორი. ადმინისტრაციული შენობის გარშემო მდგარი შენობები, საავადმყოფო, დაიბომბა უნივერსიტეტი და ქალაქის ბაზარი. დაიღუპა 5 სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი და საავადმყოფოს ექიმი, დაშავდა 15 ადამიანი. მოკლულ იქნა ჰოლანდიელი ჟურნალისტი. გორი ქართულმა ჯარებმა წინა დღეს დატოვეს.

12 აგვისტოს დილის საათებში რუსულმა თვითმფრინავებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს სოფელი ტყვიავი, რომელიც ცხინვალთან ახლოს მდებარეობს.

03.25 გაეროში რუსეთის ელჩმა ჩურკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერდა რეზოლუციას. საქართველოს ელჩმა ალასანიამ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეზოლუცია მისაღებია ქართული მხარისათვის.

02.15 დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. განხილულ იქნა საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

02.05 რუსულმა ავიციამ დაბომბა კასპი, რომელიც თბილისიდან 30 კმ-ით არის დაშორებული და კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. 3 ბომბი იქნა ჩამოგდებული «ჰაიდელბერგ ცემენტის» ქარხნის (ქვეყანაში მოქმედი ორი ცემენტის ქარხნიდან ერთ-ერთი) სიახლოვეს. ზიანის თაობაზე ინფორმაცია არ ყოფილა მოწოდებული.

01.15 აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება _ «რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს და ემუქრება ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. ასეთი ქმედება მიუღებელია 21-ე საუკუნეში,» განაცხა პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში თეთრი სახლიდან და მოუწოდა მოსკოვს დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა.

11 აგვისტო

20.30 რუსეთის არმიამ დაიკავა გორი და გადაკეტა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეების დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი.

20.26 ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიიღო სატვირთო გემის "ჩასტორ" კაპიტნის წერილი, რომელშიც ეწერა რომ მას არ მისცეს ფოთის პორტში შესვლის უფლება. მანამდე, იმავე დღეს სხვა სატვირთო გემი "Aსჰა” ასევე არ შეუშვეს ფოთის პორტში.

20.10 რუსეთის ფედერაციის დამპყრობელი ჯარი წინ მიიწევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებს გარეთ. რუსული არმიის შენაერთები მიიწევენ ქალაქ გორისაკენ. ქართული არმია უკან იხევს დედაქალაქის დასაცავად. ხელისუფლება სასწრაფოდ ითხოვს საერთაშორისო ჩარევას საქართველოს დაცემისა და დამატებითი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

19.30 რუსული ჯარები ღრმად შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე დასავლეთიდან და შევიდნენ სენაკში, რომელიც თბილისად 210 კმ-ით არის დაშორებული და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ.

19.20 აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწემ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. მან აღნიშნა, რომ მოვა დრო და საერთაშორისო სამშვიდობო მისია შევა საქართველოში და აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

19.00 თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გაიხსნა ბანაკი.

18.20 ოსური სეპარატისტული ძალები შევიდნენ სოფელ ბელოთში ერედვთან ახლოს. მათ ტყვედ აიყვანეს სოფელში დარჩენილი მოსახლეობა და ჩაკეტეს ადგილობრივ ეკლესიაში.

18.10 რუსეთის ჯარებმა შეუტიეს და აიღეს გორის რაიონის სოფელი შინდისი.

17.30 რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორის რაიონის სოფელი კერე.

17.00 რუსი მშვიდობისმყოფელები მძიმე შეიარაღებით შევიდნენ ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის განიარაღების მიზნით. ჰტტპ://წწწ.გპბ.გე

14.30 რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა სენაკის ბაზა.

13.30 პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მომზადებულ იქნა საფრანგეთის, ფინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთა მიერ. საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაქვთ ეს შეთანხმება მოსკოვში, რათა პრეზიდენტი მედვედევი დაითანხმონ მის ხელმოწერაზე. ჰტტპ://წწწ.გპბ.გე

12.05 რუსული ავიაცია ბომბავს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ზემო აფხაზეთში.

10.00 სოფელი ერედვი მოექცა რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

07.15 სენაკის აეროპორტი დაბომბილია რუსული თვითმფრინავების მიერ.

06.10 გორის სატანკო ბატალიონი დაბომბილია. ბომბი მოხვდა ასევე იქვე მდგარ საცხოვრებელ სახლს.

05.00 ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონის შირაქის ასაფრენი ბილიკი დაიბომბა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ.

04.37 თბილისის ცენტრიდან 5 კმ-ის დაშორებით მახათას მთაზე მდებარე სამოქალაქო სარადარო სადგური დაიბომბა რუსული თვითმფრინავების მიერ.

03.05 ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი, მახო დაიბომბა რუსული თვითმფრინავების მიერ. ბომბები მოხვდა ასევე სასაფლაოსა და სოფლის მცხოვრებთა ნაკვეთებს. მსხვერპლი არ არის.

00.30 სამოქალქო სარადარო სადგური სოფელ შავშვებში თბილისიდან დასავლეთით დაიბომბა რუსული თვითმფრინავების მიერ.

00.00 5 დაჭრილი პოლიციელი ზემო აფხაზეთიდან გადაყვანილ იქნა ზუგდიდის საავადმყოფოში.

10 აგვისტო

20.00 მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები ზემო აფხაზეთის სოფელ ქვაბჭარაში.

19.10 «თბილავიამშენის» საავიაციო ქარხანა კვლავ დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.

19.05 რუსულმა ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

18.00 შავი ზღვისპირა სოფელი ანაკლია, რომლიც თბილისიდან დაშორებულია 280 კმ-ით, დაიბომბა რუსული თვითმფრინავების მიერ. მსხვერპლი არ არის.

     17:30 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა დიპლომატიური ნოტა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ბატონ სმაგს (შმაგ). საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს სამთავრობო ჯარებმა შეწყვიტეს სროლა კონფლიქტის ზონაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის პირობები -  საქართველოს ჯარები უნდა დაბრუნდეს კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციაში და უნდა აიყოს აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ზონაში შესვლა, უნდა გააჩნდეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული აკრედიტაცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მეორე (დამატებითი) აკრედიტაცია.

16:10 რუსეთის ავიაციამ დაბომბა უკანასკნელი დარჩენილი ხიდი, რომელიც მდებარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილების შემაერთებელ მაგისტრალზე. ხიდზე გაჩენილ იქნა ცეცხლი, რომელიც ჩაქრობილია და მოძრაობა აღდგენილ იქნა.

16:05 გორი დაბომბილ იქნა რუსული ავიაციის მიერ.

15:10 რუსულმა ჯარებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა დაიწყეს სახმელეთო შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაბომბილ იქნა რუსული ავიაციის მიერ.

15:00 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ქარელის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი კნოლევი. რუსული შეტევების შედეგად, 10 აგვისტოს შუადღისათვის უკვე არსებობს 20 000-დან 25 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი ცხინვალის რეგიონიდან და გორიდან. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი სწრაფად იზრდება.

09:00 საქართვეოს მთავრობამ გამოაცხადა 45 ჯარისკაცის დაჭრისა და 47 სამოქალაქო პირის სიკვდილის შესახებ.

08:45   10 რუსული მოიერიშე საფრენი აპარატი გადადის შეტევაზე ზემო აფხაზეთში. 1 მათგანი ჩამოგდებულ იქნა ქართული ჯარების მიერ.

07: 00  საქართველოს სამთავრობო ძალები გამოდიან ცხინვალიდან.58-ე არმიის მეთაური, რუსი გენერალი კრულიოვი დაჭრილ იქნა რუს სამხედროებზე საქართველოს არტილერიის შეტევის შედეგად.

05:45  რუსული მოიერიშე საფრენი აპარატი დაღესტნიდან  შემოვიდა ქართულ საჰაერო სივრცეში და ჩამოაგდო 3 ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაზე.

6 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა საქართველოში როკის გვირაბით ღამის განმავლობაში; 90 ტანკი; 150 მძიმე ტექნიკა; 250 საარტილერიო დანადგარი.4 000 რუსი სამხედრო გადმოყვანილ იქნა ოჩამჩირეში აფხაზეთში, სევასტოპოლის შავი ზღვის პორტიდან.

9 აგვისტო

22:30 რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლის შესახებ არ არის ცნობილი.

19:45-ისათვის ცხინვალი ქართული სამხედრო ძალების გავლენის ქვეშ. რუსულმა ფლოტმა აღკვეთა მოლდოვური სატვირთო გემი Lოტუს-1, რომელსაც მოჰქონდა მარცვლეული ფოთის პორტის შესასვლელიდან. Lოტუს-1 აიძულეს, რომ უკან დაეხია.

16:35 რუსული ავიაციის მიერ დაბომბილ იქნა ქალაქი ონი, რაჭა, ჩრდილოეთ საქართველო.

16:15 ორი რუსული საბრძოლო გემი მიემართება ფოტის პორტისაკენ. ამ დროისათვის ისინი გუდაუთის ახლოს არიან.

16:05 ოთხმა რუსულმა მოიერიშე საფრენმა აპარატმა გადაუფრინა ზემო აფხაზეთს.

15:45 აფხაზი სპარატისტების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გამოაცხადა ზემო აფხაზეთის დაბომბვის დაწყების შესახებ.

14:30 პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება (ორდინანცე) ომის მდგომარეობის გამოცხადებისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.

14:00 რუსული საჰაერო ძალები უტევენ ზემო აფხაზეთს (კოდორის ხეობა) მრავალ ადგილას, სოფელ ოჩამჩირეში მდებარე აეროპორტის ჩათვლით.

12:40 კოპიტნარის აეროპორტი ისევ დაბომბილია.

10:22 რუსული საჰაერო ძალები აგრძელებენ თბილისიდან ჩრდილოეთით 60 კოლომეტრის სიშორეზე მდებარე ქალაქ გორის დაბომბვას (რომელიც არ მდებარეობს კონფლიქტის ზონაში).

10:20 კიდევ ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა გორში. პილოტი აყვანილ იქნა.

10:00 რუსული საჰაერო ძალები ბომბავენ კოპიტნარის აეროპორტს ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში. ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული მთელი რუსული 58-ე არმია, შედის სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ისინი ჩართულები არიან ქართულ არმიასთან ბრძოლაში ცხინვალში, რომელიც მდებარეობს კონფლიქტის ზონაში და თბილისიდან 92 კილომეტრის სიშორეზე.

01:20 დაბომბილ იქნა გაჩიანი გარდაბანის რაიონში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან სამხრეთით 20 კილომეტრზე და რომელიც არ მდებარეობს კონფლიქტის ზონაში და რომელიც ახლოსაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (Bთჩ) ნავთობსადენთან, მაგრამ იგი არ არის დაზიანებული.

01:00 ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე,  მეორეჯერ იქნა დაბომბილი, დასავლეთით 260 კილომეტრის სიშორეზე თბილისიდან, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთაა და მთლიანად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.

00:34 პიროვნება, რომელიც თავისთავს უწოდებს "არმენს" რეკავს 022-ზე საპატრულო  პოლიციაში და ამბობს, რომ ბომბია ჩადებული პრეზიდენტის რეზიდენციაში. იგი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მალე დაბომბილი იქნება.

00:20 ვაზიანის ბაზა ხელმეორედ იბომბება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კოლომეტრზე იმყოფება და კონფლიქტის ზონის გარეთაა.

00:17 მანათობელი ბომბები ჩამოგდებულია სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს 213 კილომეტრის სიშორეზე თბილისიდან და კონფლიქტის ზონის გარეთაა. ცნობილი ხდება 1 სამხედრო მოსამსახურისა და 5 რეზერვისტის მოკვლის შესახებ. ასევე დაბომბილია სარკინიგზო სადგური სენაკში და რვა მოკლულია.

00:12 ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, 260 კილომეტრის სიშორეზე თბილისიდან, არ მდებარეობს კონფლიქტის ზონაში და მთლიანად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს, ძლიერ არის დაბომბილი.

8 აგვისტო

22:40 თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსულმა თვითმფრინავებმა მთლიანად დაარღვიეს ქართული საჰაერო სივრცე 22-ჯერ.

22:15 ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების ტიპი და ადგილმდებარეობა არ არის ჯერ დადგენილი.

21:45 პოლიციელები და რეზერვისტები, რომლებიც  იმყოფებოდნენ ზნაურის სკოლის შენობის ირგვლივ, ცხინვალიდან დასავლეთით 5კილომეტრის სიშორეზე, გადარჩენილნი არიან სამოქალაქო ძალების მიერ.

21:11  სეპარატისტთა მეთაურები აცხადებენ, რომ ჰყავთ 1400 დაღუპული და დაჭრილი ადამიანი. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულ სამშვიდობოებს შორის 10 დაღუპულია.

20:30 ცხინვალში სასტიკი შეტაკების შედეგად, ქართული ძალები იწყებენ ქალაქის ცენტრიდან გამოსვლას და იკავებენ პოზიციებს მის სამხრეთ საზღვრებთან. რუსული ტანკები შედიან ცხინვალის აღმოსავლეთ ნაწილში.

19:20  2 რუსული თვითმფრინავი გაივლის ამბროლაურზე, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 170 კილომეტრის სიშორეზე მდებარეობს და კონფლიქტის ზონის გარეთაა.

18:45  გორის ქართული საარტილერიო ბრიგადა დაბომბილია 5 რუსული თვითმფრინავის მიერ.

18:44 რუსული ტანკების კოლონა, რომელსაც გადმოაქვს ავტომობილები, დატვირთული სხვადასხვა სახის იარაღით აღწევენ ცხინვალის რეგიონს ძარას გზის საშუალებით, ცხინვალიდან დასავლეთით 2 კილომეტრის სიშორეზე. რუსები ხსნიან ინტენსიურ ცეცხლს ცხინვალსა და მეზობელ მაღლობებზე განლაგებული ქართული ძალების წინააღმდეგ. მეორე ავტოკოლონა, რომელიც ასევე ჩამოვიდა რუსეთიდან, როკის გვირაბის საშუალებით, გაჩერებულია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად არეალში, დმანისში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით 7 კილომეტრის სიშორეზე და რუსები ძლიერ ცეცხლს ხსნიან ქართული ძალების წინააღმდეგ.

18:32  ფრონეს ხეობა, ცხინვალის ჩრდილო აღმოსავლეთი, იმყოფება მძიმე არტილერიული ცეცხლის ქვეშ რუსეთის მხრიდან.  სოფლები ანვერი და ფრისი ცხინვალის რეგიონში იბომბებიან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.

17:35 თბილისიდან 20 კილომეტრის სამხრეთით და კონფლიქტური რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე მარნეულის სამხედრო საჰაერო ბაზა იბომბება მესამეჯერ, რის შედეგადაც 1 ადამიანია გარდაცვლილი და 4 დაჭრილი.  სამჯერადი დაბომბვის შედეგად, 3 იქ მდებარე AN-2 ტიპის თვითმფრინავები და სამხედრო მანქანები განადგურებული არიან.

17:00  მეორეჯერ იბომბება მარნეულის სამხედრო საჰაერო ბაზა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი.

16:30 რუსეთის ავიაცია ბომბავს მარნეულის და ბოლნისის სამხედრო საჰაერო ბაზებს, დაახლოებით თბილისის სამხრეთით, ქალაქიდან 20 და 35 კილომეტრის დაშორებით.  ამის შედეგად 2 დამდგარი თვითმფრინავი იქნა განადგურებული.  Dდამატებით, 3 შენობა იქნა განადგურებული და არის მსხვერპლი.

16:30 2 რუსული თვითმფრინავი შემოდის ჩრდილოეთიდან საქართველოს საჰაერო ზონაში.  Kკიდევ ერთი ჯავას ტერიტორიაზე დაფრინავს.  Kკიდევ 2 მიფრინავს ჩეჩნეთის მიმართულებით.

16:00 საათისთვის დაახლოებით 40 ადამიანი - პოლიციის ოფიცერი და რეზერვისტი ზნაურის სკოლაში ხაფანგში არიან მოქცეული.

15:30 ოსი სეპარატისტები ანადგურებენ 3 ქართულ ტანკს ძარის გზაზე.

15:05 რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შემოდის საქართველოში თეძამის მხრიდან, გორის სამხრეთიდან, და აგდებს 2 ბომბს  ვაზიანის სამხედრო აეროპორტზე.

14:30 ცხინვალის თითქმის 100% ქართული ჯარის კონტროლის ქვეშ იმყოფება. Mმხოლოდ რამდენიმე პატარა დაჯგუფება უწევს მათ წინააღმდეგობას.

14:15  საქართველოს მთავრობა აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ცხინვალის დატოვების საშუალება მიეცეს.  სეპარატისტებს ჩაბარების შემთხვევაში ამნესტიის საშუალება და ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ.

13:00 ცხინვალის ნაწილს აკონტროლებს ქართული ჯარი და ბრძოლა ცენტრში გრძელდება.

12:05 რუსეთიდან ერთი შU-24 შემოდის საქართველოს საჰაერო სივრცეში და რჩება ცხინვალის საჰაერო სივრცეში 12:15 საათამდე.

12:00 საათისთვის, 8 ქართველი (6 სამხედრო და 2 მოქალაქე) დაიღუპა და 87 დაიჭრა.  1 ამუნიციით დატვირთული სამხედრო სატვორთო მანქანა არის განადგურებული.

11:45 სამოქალაქო ავიაციის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ცნობით, მიღებულია სიგნალი დამტვრეული საჰაერო იბიექტისაგან (სავარაუდოდ, რუსული საომარი თვითმფრინავი) იურის ტერიტორიასთან ახლოს.

11:45 4 შუ-24 რუსული მოიერიშე თვითმფრინავები შემოდიან საქართველოში სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მხრიდან, კოდორის ტუნელის ჩრდილო აღმოსავლეთიდან და კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარედან.  2 მათგანი უვლის თბილისს და მარნეულის ტერიტორიას 2 წრეს არტყავს.  დანარჩენი 2 წრეს გუდაურის ტერიტორიას არტყამს.

10:57 6-დან 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ბომბებს აგდებს გორში.  ერთი მათგანი ვარდება სტადიონთან ახლოს, მეორე კი გორიჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და მესამე – არტილერიის ბრიგადაზე.

10:50 6 შუ-24 მოიერიშე თვითმფრინავი შემოდის როკის უღელტეხილიდან.

10:30 რუსეთის შუ-24 ბომბავს სოფელ ვარიანის და სოფელ ქარელის რაიონებს, თბილისიდან 74 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ.  Aამის შედეგად დაჭრილია 7 შვიდობიანი მოსახლე. 

9:45 რუსეთის სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი აგდებს 3-5 ბომბას ფოთისა და თბილისს შორის ტრასაზე და საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრში მდებარე სოფელ შავშვებს.

9:00 საათისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სოფელ გრომს, არწევს, წინაგარას, ზნაურს, სარაბუკს, ხეთაგუროვოს, ატოცის, ქვემო ოკუნას, დმენისს, მუგუთს და დიდმუხას.

8:00 რუსეთის ჯარის პირველი ჯგუფი და გუფთას ხიდი არის განადგურებული საქართველოს საჰაერო ბომბარდირების მეშვეობით.  მოგვიანებით, რუსეთის ჯარის კიდევ 2 ჯგუფი შემოდის სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბით, რომელიც აერთებს რუსეთსა და საქართველოს,  მაგრამ მათ არ შეუძლიათ გუფთას ხიდის გადაკვეთა, რომელიც განადგურებულია  და ჩანაცვლებულია გერი-დმენისის გზით.

5:30 პირველი რუსეთის ჯარები შემოდიან როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთში, გადიან ჯავას, კვეთენ გუფთას ხიდს და ზარას გზით მიემართებიან ცხინვალის მიმართულებით. 

4:28 საათისთვის საქართველოს შეიარაღებული ჯარები აკონტროლებენ 6 სოფელს ცხინვალის რეგიონში: მუგათი, დმენისი, დიდმუხა, ოკონა, აკუტი და კოხათი.  Aარის ცნობილი რომ ქართული ჯარები სოფელ ხეთაგუროვოში შედიან.

 

7 აგვისტო

ღამისა და ადრიანი დილის განმავლობაში, ინტენსიური ცეცხლი წამოვიდა სოფლებიდან ხეთაგუროვო, დმენისი და უბიათი.  სეპარატისტებმა განაგრძეს ქართველი კანონის აღმასრულებლების და მშვიდობისმყოფელების მძიმე დაბომბვა ნაღმტყორცნებით და არტილერიით.  ცენტრალური ხელისუფლება პასუხობს ლიმიტირებული ცეცხლით პოზიციების დაცვის მიზნით.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ დილის ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ჯარს, იგი შეუდგებოდა მათგან "ტერიტორიის გაწმენდას”.

გორში სამხედრო ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების სანახავად იყო მისული, თქვა, რომ ქართულ სოფლებზე თავდასხმის მიუხედავად, თბილისი იჩენდა მაქსიმალურ თავშეკავებას. სააკაშვილმა ასევე მოუწოდა რუსეთს გაეწვია თავისი¬ "ოფიციალური პირები” სამხრეთ ოსეთიდან, ვინც საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის მთავრობას უწოდებენ.

თემურ იაკობაშვილმა მოინახულა კონფლიქტის ზონა 7 აგვისტოს, რათა შეხვედროდა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს. სახელმწიფო მინისტრს შეხვდა შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი, მაგრამ დე-ფაქტო რეჟიმმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე.სეპარატისტული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ანატოლი ბარანკევიჩმა დაიმუქრა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის კაზაკები მოემართებოდნენ სამხრეთ ოსეთისკენ ქართული არმიის წინააღმდეგ საომრად.

16:00 საათისათვის სეპარატისტებმა განაახლეს ქართული სოფლების ნულის და ავნევის დაბომბვა. ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. სეპარატისტების საპასუხოდ ქართველებმა სოფელი ხეთაგუროვოს მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 2 ოსი მილიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა. მოგვიანებით, ქართველი სამშვიდობოების გამშვები პუნქტი დაბომბეს ავნევში, რის შედეგადაც დაიღუპა რამოდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.

ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ცეცხლი შეეწყვიტა ცალმხრივად, რათა გაეფანტა დაძაბულობა, განაცხადა რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა თემურ იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე 6:40 წუთზე. იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ უკავშირდებოდა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს.

17:10 პირდაპირ სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება ქართულ ჯარს შეეწყვიტა ცეცლი. მან განაცხადა, რომ იყო მსხვერპლი _ როგორც დაჭრილები ასევე გარდაცვლილები. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიზანმიმართულად, რათა კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ოსეთის მხარისთვის დიალოგის განსაახლებად. ქართული მხარის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართული სოფელი ავნევი კიდევ ერთხელ დაიბომბა დაახლოებით 8:30 წუთზე. შეიძლება ითქვას, რომ სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველების მიერ კონტროლირებად სოფელ ფრისს 10:30 წუთზე. შეტევის შედეგად რამოდენიმე ქართველი დაიჭრა.

23:30 წუთისათვის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა ყველა ქართულ პოზიციას ქალაქ ცხინვალის ირგვლივ, სოფელ თამარაშენის და ქურთას ჩათვლით.  ძლიერი დაბომბვების შედეგად პოლიციის შენობა ქურთაში მთლიანად იქნა განადგურებული.

ადგილიბრივი მცხოვრებლებიდან თვითმხილველების თქმით, 9:45 წუთზე სამხედრო თვითფრინავმა (სავარაუდოდ რუსულმა, რომელიც შემოფრინდა სამხრეთ ოსეთის მხრიდან) ჩამოაგდო 3-5 ბომბი სოფელ შავშების ახლოს, საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრის მოშორებით.

 

6 აგვისტო

აგვისტოს ბოლოს, სეპარატისტებმა ნაღმსარტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს ქართველებით დასახლებულ სოფლებს: ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანს და ნულს. საქართველოს სახელმწიფო ძალებმა გაუხსნა საპასუხო ცეცხლი, რომ დაეცვა პოზიციები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ღამის განმავლობაში ინტენსიური ჯვარედინი ცეცხლის შედეგად დაშავდა შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ორი სამხედრო. სეპარატისტულმა რეჟიმმა ასევე თავის მხარეზე დაადასტურა რამოდენიმე დაშავებულის არსებობა. მიუხედავად მიზანმიმართული თავდასხმებისა მშვიდობიან მოსახლეობასა და სოფლებზე, ასევე ქართულ პოლიციაზე და სამშვიდობო ძალებზე, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ, არ მოეხდინა მძიმე საპასუხო ცეცხლის გახსნა, რათა არ დაშავებულიყო ადგილობრივი მოსახლეობა.

საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სახემწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, გვიან ღამით 6 აგვისტოს თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მხოლოდ პირდაპირ დიალოგს ცხინვალის ხელისუფლებასთან შეუძლია  გადაჭრას უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაცია. ბატონმა იაკობაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ელჩი იური პოპოვი უნდა დაესწროს მოლაპარაკებებს როგორც შუამავალი. სამხრეთ ოსეთის მთავარმა წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო ამ მოლაპარაკებებში.

4-5 აგვისტოს სერიოზული ინცინდენტი არ დაფიქსირებულა.

3 აგვისტო

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ გამოაცხადა ხუთასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, 400 ბავშვის ჩათვლით. თუმცა ერმაკ ზანსოლოვმა, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ განუცხადა ინტერფაქსის საინფორმაციო საშუალებებს, რომ ეს არ იყო ევაკუაცია. ბავშვების გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთში იყო წინასწარ დაგეგმილი საზაფხულო ბანაკების პროგრამის ნაწილი.

რუსეთის მედიამ გააჩაღა მასობრივი პროპაგანდის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.

სამხრეთ ოსეთის მედიის საშუალებებმა გადმოსცეს მოხალისეების მობილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიის მაშტაბით.

2 აგვისტო

6 მოქალაქე და 1 ქართველი პოლიციელი დაშავდა ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დაბობმბვის განმავლობაში. ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ნული, ავნევი, ერედვი და ერგნეთი იქნა დაბომბილი  სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მიერ მაღალი კალიბრის ნაღმტყორცნებით. საქართველოს კანონდამცველებმა თავდაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მაგრამ შემდეგ მიიღეს ბრძანება შეეწყვიტათ ცეცხლი, რათა არ მოეხდინათ სიტუაციის ესკალაცია.

1 აგვისტო

თბილისის დროით დაახლოებით, დილის 8 საათზე სატვირთო ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა 6 ქართველი პოლიციელი, მოხვდა დისტანციური მართვის ასაფეთქებელი ჭურვი ერედვი-ხეითის გავლით, რომელიც არის შემაერთებელი ხაზი დიდი ლიახვის ხეობასთან  და წარმოადგენს ანკლავს ჩრდ. ოსეთში.შეტაკების შედეგად 5 ქართველი პოლიციელი დაშავდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ ეძია შური რათა არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია.