საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 20 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის შანლიურფას პროვინციის ქ. სურუჩში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა 100 - მდე ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას.


 
ივლისი 2015
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29    30 1     2    3      4 5
6      7  8   9 10    11   12 
13   14    15    16    17       1819
20    21 2223    24  25 26
27 28 29   30 31 1 2
34 5  67 89