საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

2015 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ ურთიერთობების ფართო სპექტრი, მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას, რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს და ჟენევის მოლაპარაკებებს. 

დავით დონდუამ და ნიკოლას ბერლინერმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შესახებ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორი-ული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტი-კური ინტეგრაციის მიმართ.
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი,