საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ ბელარუსის მიმართ დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ.
 
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც თანხვედრაშია როგორც ბელარუსის ისე ევროპის ინტერესებთან.
 
ქართული მხარე მიესალმება ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საერთო მიზნების მიღწევას.