​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 19 მაისს ეგვიპტის ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი სამგზავრო ავიალაინერის მიერ განცდილ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც 66 ადამიანი იმყოფებოდა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.