​აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

30.06.2017 - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2017 წლის 30 ივლისი - 2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა ტალინს (ესტონეთი), თბილისსა და პოდგორიცას (მონტენეგრო). საქართველოში სტუმრობისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვა შეხვედრები, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2017“ მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებთან.

იხილეთ ბმული: 
https://www.whitehouse.gov/the-press-office/2017/06/29/vice-president-mike-pence-travel-estonia-georgia-and-montenegro