​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში, საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მზარდი დინამიკა და გამოითქვა მზადყოფნა სპორტის სფეროში გადაიდგას ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კერძოდ, ბ-ნმა ვასილიადისმა გამოხატა სპორტის სფეროში განახლებული შეთანხმების გაფორმების სურვილი და გამოთქვა იმედი, რომ 2018 წელს თბილისში დაგეგმილ EPAS მინისტერიალამდე მოესწრება აღნიშნული შეთანხმების გაფორმება.
სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ხაზი გაესვა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენების როლის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას.

იოსებ ნანობაშვილმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა 2018 წელს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPAS) მინისტერიალის საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის.