​საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

12.09.2018 თბილისი - 2018 წლის  13 სექტემბერს საქართველოს  ვიზიტით  ეწვევა ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი. აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის  მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.