​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალექსანდრიასთან მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით

12.08.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 12 აგვისტოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალექსანდრიასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.
 
ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებს ეგვიპტის მთავრობასა და ეგვიპტელ ხალხს, უსამძიმრებს ამ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. 
 
ქ. თბილისი 2017 წლის 12 აგვისტო