8 ნოემბერს, ქ. თბილისში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა გაიმართება

7.11.2018 – 8 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი - გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში სერ ალან დანკანი.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დაწყებამდე, გაიმართება მინისტრების ორმხრივი შეხვედრა, რის შემდეგაც დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი გახსნიან  უორდროპის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიას. გახსნითი ცერემონიის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის,  გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენტს ხელს მოაწერენ დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი.

ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ  ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციების მიმართულების ხელმძღვანელი ქრისტიან იანსენი.