ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ლიბანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15.05.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ლიბანის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) მაია დაღერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ლიბანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიბანის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.