ბაჰრეინის სამეფოს დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

16.11.2017 ბაჰრეინი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში (რეზიდენციით . რიადში), გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირად მრჩეველთან, შეიხ სალმან ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის, პრინც ხალიფა ბინ სალმან ალ-ხალიფას მიერ მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, უხელმძღვანელებს ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება.

მხარეებს ყურადღება გაამახვილეს შეიხ სალმანის მომავალ ვიზიტზე საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე  ხაზი გაესვა ბაჰრეინული ავიაკომპანია Gulf Air-ის მიერ საქართველოში რეგულარული ფრენების წარმატებულ დაწყებას.

გიორგი ჯანჯღავამ ასევე გამართა შეხვედრა ბაჰრეინის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მის უდიდებულესობა შეიხ რაშიდ ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელთანაც საუბარი  შეეხო საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს.