ბერლინში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

8.08.2019 ბერლინი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო თომა ჩაგელიშვილის ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზე და იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფას. ელგუჯა ხოკრიშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა პარტნიორი ქვეყნების ერთიანი და პრინციპული პოზიციის მნიშვნელობას საქართველოსთვის.