ბუქარესტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

10.08.2018 რუმინეთი-2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში გაიმართა გამოფენა, რომელზეც  წარმოდგენილი იქნა რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოალბომის ექსპონატები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ რუმინეთის საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ასევე, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  რუმინელი სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ბუქარესტის ცენტრში, უნივერსიტეტის მოედანზე, გამოფენა მოეწყო.