დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

20.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან (Ibrahim Rahimpour).
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მიმდინარე წლის განმავლობაში  თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.
 
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. 

 
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12 
1314   15  16      17         1819 
20    21 22       23     24     2526
272829303112
3456789