დავით ზალკალიანი რუმინელ კოლეგას შეხვდა

27.09.2019 ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რამონა მანესკუსთან.

მინისტრმა მიულოცა კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და დაადასტურა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ურთიერთობებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში. კერძოდ დადებითი შეფასება მიეცა საქართველო-რუმინეთი-აზერბაიჯანი-თურქეთის ოთხმმხრივ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციას და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ასევე ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო და რუმინეთი მეგობრობის 300 წლის ისტორიას აღნიშნავენ.