დავით ზალკალიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

 14.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანთან, კიტაკ ლიმთან. საქართველოს მთავრობის მოწვევით, IMO- გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 12-14 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გამართულსაქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IMO-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს სტრუქტურებისა და მათ შორის განსაკუთრებით IMO-ს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს შესაბამის უწყებებთან, ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით.

კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომ საქართველო თავისი მიღწევებითა და რეფორმებით წარმოადგენს სამაგალითო ქვეყანას რეგიონსა და შავი ზღვის აუზში. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს IMO-ში აქტიური მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ IMO კვლავ გააგრძელებს ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას.