დავით ზალკალიანი უზბეკეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და ტრანსპორტის მინისტრს აჩილბაი რამატოვს შეხვდა

12.09.2019 უზბეკეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და ტრანსპორტის მინისტრს აჩილბაი რამატოვს.
 
უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამოხატა საქართველოს მიმართ უდიდესი კეთილგანწყობა და დაინტერესება, გააღრმავოს და განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზბეკ და ქართველ ხალხს შორის ისტორიული მეგობრობის, კიდევ უფრო განმტკიცებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, ამ მხრივ გამოიხატა დაინტერესება გაიზარდოს პირდაპირი ავიარეისების მიმართულება. აღინიშნა საქართველოში უზბეკი ვიზიტირების მზარდი დინამიკა და დაინტერესება, რომ ქვეყენამ აქტიურად ითანამშრომლოს ტურიზმის სფეროში.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო  სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. უზბეკურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით ტვირთების ექსპორტის მიმართულებაზე.
 
მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს, ამ მხრივ, ორმხრივი მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა აუცილებელია ქვეყნებს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, უზბეკურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიმართოს ბიზნეს დელეგაციების ვიზიტები და ფორუმები.
 
შეხვედრაზე,  მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად დაიწყონ მუშაობა ქვეყნებს შორის სამთავრობო კომისიის მომდევნო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უზბეკეთს, პირველი ოფიციალური ვიზიტით 11-13 სექტემბერს სტუმრობს, უკვე გაიმართა მისი შეხვედრები უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ულა მეჯლისში. დავით ზალკალიანი, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ქ.ტაშკენტში საელჩოს ორგნზიებით მასშტაბურად აღინიშნება.