დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან ელისაბედ რუდთან

19.12.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა  მოადგილემ დავით ზალკალიანმა  შეხვდა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან  ელისაბედ რუდთან.
 
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საუბარი შეეხო  2017 წლის 15 დეკემბერს ვაშინგტონში ჩატარებულ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს და  ამ მიმართულებით სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო  აშშ-ს  ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს  და მის  ძირითად მიმართულებებს,  გამოითქვა კმაყოფილება, რომ დოკუმენტში საქართველო ფიგურირებს  როგორც პირდაპირ, ისე რეგიონულ კონტექსტში, რაც წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოხატულებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ადასტურებს, რომ საქართველო და რეგიონში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში.
 
საუბარი ასევე შეეხო,  ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ 2018 წელი კვლავინდებურად წარმატებული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.