დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლებთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების საკითხი განიხილა

7.11.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლებსტიტუს კორლატეანს და შერსტინ ლუნდგრენს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებს. ხაზი გაესვა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ისე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ თანამომხსენებლებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის  პროცესს, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიწყო უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით აღინიშნა, რომ არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაგირებას  და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ საკითხებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესახებ.