გამოცემა „ევროაქტივმა“ (Euroactive) დავით ზალკალიანის სტატია გამოაქვეყნა

2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისამდე,  ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოცემაევროაქტივში“ (Euroactive) სტატია გამოაქვეყნა.

მინისტრის განცხადებით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და  ერთგვარი გამოწვევაც, ვინაიდან საქართველო პირველად არის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

 „დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო არა მხოლოდ უძველესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაა, არამედ  წარმატებული და თანამედროვე სახელმწიფოა, რომელიც დამსახურებულ ადგილს იკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში“ - აღნიშნავს  მინისტრი.

სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოსა და ევროპის საბჭოს 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ჩართულობით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და განხორციელდა მრავალი პროექტი. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში და ამავდროულად თავად ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინაშე მდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ. 

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, საქართველოს თავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპის საბჭოს ფუძემდებლური პრინციპების განმტკიცებაში. საქართველოს მიზანია იყოს ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულებათა სისტემის როგორც მოსარგებლე, ასევე მისი ღირსეული კონტრიბუტორი და დამცველი.

როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ისეთ პრიორიტეტზე როგორიცაა - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებულ თემებზე ფოკუსირების მიზანია, უფრო მეტად მივაპყროთ ევროპის საბჭოს ყურადღება ამ საკითხებზე, რათა მოვახდინოთ მიღწეული პროგრესის ურთიერთგაზიარება და კონსოლიდაცია.

იხილეთ სტატია: www.euractiv.com/section/eastern-europe/opinion/georgian-presidency-will-contribute-to-making-the-council-of-europe-stronger/