დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

11.02.2019 თბილისი - ირანის საელჩოში მოწვეულ სტუმრებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მინისტრმა ირანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში ირანსა და საქართველოს  შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ეკონომიკური თანამშრომლობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ხალხთაშორისი მიმართულებებით.
 
მან ასევე ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები დადებითად ვითარდება“-განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.