ელჩი ზურაბ პატარაძე სუამი-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

18.07.2019 აზერბაიჯანი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ შეხვედრა სუამი-ს გენერალურ მდივანთან ალტაი ეფენდიევთან გამართა.

შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილა სუამი-ს როლზე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. აღინიშნა, რომ სუამი-ს ქვეყნები წარმოადგენენ რეგიონალური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების ერთ-ერთი დამაკავშირებელ რგოლს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნების ცნობადობისა და პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზაციამ უნდა გადადგას აქტიური ნაბიჯები, გამართოს ერთობლივი პრეზენტაციები, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტვირთბრუნვას, აგრეთვე ხელს შეუწობს სუამ-ში შემავალი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალისა და ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ტურისტულ სფეროში არსებულ ურთიერთობებზე, ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე და აღინიშნა, რომ სუამი-ს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ბაზრების ათვისებასა და გარკვეული დოზით, დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირებაზეც.