ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო

28.12.2017 - ​ევროკავშირმა, წარმატებით განხორციელებული რეფორმების საფუძველზე საქართველოს 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო)  ოდენობის საბიუჯეტო დახმარება გამოუყო.

ევროკავშირის შეფასებით საქართველო აღიარებულია ლიდერ რეფორმატორ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესში, მათ შორის მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საკანონმდებლო აპროქსიმაციისა და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში.

მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ იქნა შემდეგ სფეროებში: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია,  მართლმსაჯულების სფერო, საჯარო ადმინისტრირება, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკა.