ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

11.01.2019 საფრანგეთი-  ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონის პრეზიდენტთან ჟან როტნერთან.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეს წარმოადგენს. შეხვედრაზე ფრანგულ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავისა და 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ. საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს საიუბილეო თარიღისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით.