ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გერმანიაში ღონისძიებები გაიმართა

26.09.2019 გერმანია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება. საელჩოში გაიმართა ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ხატი პოპის გამოფენა. მხატვრის ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი ქართულ ანბანსა და დამწერლობაზეა გაკეთებული. ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო-ინსტალაცია ქართული ენის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბერლინის ბეტინა არნიმ ბიბლიოთეკაში (Bettina-von-Arnim-Bibliothek) და ამერიკის ბიბლიოთეკაში ( Amerika-Kinderbibliopthek, Kinder-und Jugend Bibliothek) საელჩოს კულტურის ატაშემ ქეთევან გვენეტაძემ უმასპინძლა ქ. ბერლინის სკოლის მოსწავლეებს, სადაც გამართა პრეზენტაცია და ვორკშოპი ქართული ენის შესახებ. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ საგანგებოდ 26 სექტემბრისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ მომზადებული მასალა ქართული ენის შესახებ გერმანულ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ენების დღე ყოველწლიურად ტარდება ევროკავშირის კულტურული ცენტრის EUNIC-ის ეგიდით. წელს საქართველოს საელჩო ქ. ბერლინში გახდა ეუნიკი/ის EUNIC-ის პარტნიორი.