განცხადება კოლუმბიის რესპუბლიკის დედაქალაქში განხორციელებული ტერორისტული აქტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2019 წლის 17 იანვარს, კოლუმბიის რესპუბლიკის დედაქალაქში,  პოლიციის კადეტთა აკადემიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს კოლუმბიის მთავრობის ძალისხმევას ძალადობის წინააღმდეგ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
 
ქ. თბილისი, 2019 წლის 18 იანვარი