გერმანიაში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართა

25.08.2019 . მაინის ფრანკფურტი - გერმანიაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით რეჟისორ ანდრეი ნეკრასოვის და ოლგა კონსკაიას დოკუმენტური ფილმის ,,რუსული გაკვეთილები”- ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ სიტყვით მიმართა სტუმრებს. მან სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლების გატაცებისა და ასევე თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ დიასპორული გაერთიანების გეორგიკას წარმომადგენელმა ჰანეს ვირთმა, პრეზენტაცია გამართა რომელიც ასახავდა 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებსა და მცოცავ ოკუპაციას.