ირლანდიაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

12.07.2018 ირლანდია- საქართველოს საელჩოსა და სააგენტო„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ირლანდიაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ:  Georgia – Promising Market for Investment.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. გიორგი ზურაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებისა და ქვეყანაში განხორციელებული  დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

ბიზნეს პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ადგილობრივი ბიზნესისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.