იურმალაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისათავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

12.07.2018  ქ.იურმალა - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ლატვიაში ანსამბლრუსთავი“-, ნინო ქათამაძის და ჯგუფინსაითი”- ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ნინო ქათამაძეს აკომპანიმენტს უწევდა ნიკოლოზ რაჭველი.

კონცერტის დასასრულს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა არჩილ სოხაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ასევე ლატვიისთვის.საელჩოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კონცერტის მონაწილეებს ქართული კულტურის კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე წარმოჩენისათვის.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.