ხათუნა თოთლაძე საბერძნეთის ელჩს შეხვდა

12.09.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძესა და საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შორის.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულო საკითხებს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამართლებრივი ურთიერთდახმარების კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფროა აქტიური და ეფექტური გახადოს.