ლაშა დარსალია ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

12.06.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შორის.

ყირგიზეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეაფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებში  ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს.

ყირგიზეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საკუთარი ინტერესი საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და გამოთქვა სურვილი გააგრძელოს მუშაობა წარმატებული რეფორმების გატარების გამოცდილების შესწავლის მიზნით.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.