ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები და სამი ჯვრის მონასტერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 ქ.ვილნიუსი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა -სამი ჯვრის მონუმენტი.
 
ასევე, ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.