ლონდონში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა

14.01.2017 ქ. ლონდონი - ლონდონში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გუნდი ბრიტანული აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. კონცერტში მონაწილეობა ასევე, მეგობარმა ანსამბლებმაც მიიღეს.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და  ქართული კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციისათვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნული კონცერტი, ბრიტანეთში არსებული ქართული ეკლესიის ორგანიზებით ჩატარდა.