ლონდონში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

20.11.2017 ლონდონიევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სათავო ოფისში  საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია“ OUTLOOK ON GEORGIA 2017“ ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მზარდი სფეროები და საინვესტიციო შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო-საფინასო სექტორებში.

კონფერენციაზე ფარგლებში გაიმართა სამი სადისკუსიო პანელი: საქართველოს აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე - შესაძლებლობები ინფრასტრუქტურაში და რეგიონული ინტეგრაცია, საქართველოს ფინასური სექტორი და ტურიზმი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილმა და ქართული და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებმა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური განვითრების შესახებ. მან ისაუბრა მთავრობის მიერ ბიზნესის ხელშეწყობისა და წარმატებისათვის გატარებული რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ცალკეული სექტორების მიხედვით. აღნიშნა საქართველოს მზარდი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ და ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; საქართველოს როლსა და  ამბიციებზე აბრეშუმის გზის ინიციატივაში „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.
 
საქართველოს ფინასური სექტორისა და საბანკო სფეროს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რის შემდეგაც გაიმართა სადისკუსიო პანელი.

ტურიზმისადმი მიძღვნილ პანელზე მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იქნა ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით და ამ პროცესში ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნება და უცხოელთათვის საქართველოს უნიკალური ბუნებისა და თავისებურებების გაზიარება. ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ღონისძიება გაიმართა კომპანიის Emerging Europe-ის ორგანიზებით და EBRD-ისა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით.
სპეციალური გამოშვება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ “Outlook on Georgia 2017 – special report” იხილეთ : http://emerging-europe.com/ca…/special-reports/georgia-2017/