მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედირებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

14.07.2017 ბათუმი - ​საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრისას განხილულ იქნა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები.  

საქართველოს ვიცე-პრემიერმა უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.