მიხეილ ჯანელიძემ ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

17.05.2018 ქ. ასტანა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ასტანას ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018.

ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნორსულთან ნაზარბაევმა გახსნა, გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს და აღნიშნული მოცემულობის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ ამოცანებს. 

გახსნით სესიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს გაერო-ს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ასევე ცნობილმა მეცნიერმა მუტიო კაკუმ, კომპაია Apple თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა, ციფრული ეკონომიკის გურუმ ენდრიუ მაკკაფმა, გოლდმან საჩის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯიმ ო'ნილმა და სხვა ცნობილმა ექსპერტებმა.