მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ODIHR-ის დირექტორთან

7.12.2017 ქ. ვენა - ​ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორთან, ინგიბიორგ გისლადოტირთან.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ODIHR-ს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოვლინებისთვის. 

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მხარდაჭერა ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მანდატის გაძლიერებასთან დაკავშირებით.