ნიდერლანდების სამეფოში ღონისძიება “Georgia Welcomes You” გაიმართა

 
9.11.2017 ნიდერლანდების სამეფო - ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ახალ შენობაშიღონისძიება “Georgia Welcomes You” გაიმართა. 

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა, რომლის შედეგად ქვეყანა ყველაზე სასურველ ტურისტულ დანიშნულებათა ჩამონათვალში წამყვან პოზიციებზეა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე ზირაქიშვილმა  დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს ტურისტული სტრატეგია და ტურიზმის ფეროში არსებული სიახლეები. 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიესალმა 2016 წელს საქართველოს მე-6 000 000 ტურისტი ჯესპერ ბლექი, რომელმაც ისაუბრა  საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ღონისძიებაზე გათამაშდა საქართველოს ავიახაზების მიერ დაწესებული პრიზი–ორი ავიაბილეთი საქართველოში. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

საქართველოს საელჩომ აღნიშნული ღონისძიება, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაგეგმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურიზმი ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოს 6.4 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და აქედან 34.6%-ი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა, რითაც ნიდერლანდების სამეფო მესამე ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთისა და ავსტრიის შემდეგ.