პირველი პირდაპირი რეისი ქუთაისიდან ეინდჰოვენის მიმართულებით

10.11.2019 ნიდერლანდები -  ავიაკომპანიის „Wizz Air“-ის  მიერ განხორციელდა პირველი ავიარეისი ქუთაისი-ეინდჰოვენის მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ეინდჰოვენის აეროპორტში პირველი რეისის დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე.
 
ქუთაისსა და ეინდჰოვენს შორის დაბალბიუჯეტიანი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნიდერლანდებს  შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას.
 
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია  “Wizz Air ” ქუთაისსა და ეინდჰოვენს შორის ფრენებს კვირაში სამჯერ განახორციელებს.