პოლონეთში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8.08.2019 ქ.  ვროცლავი - პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და იან ნოვაკ-იეზორანსკის სახელობის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის ორგანიზებით 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა იან ნოვაკ-იეზორანსკის სახელობის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის პრეზიდენტთან ერთად საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გახსნა.
 
ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსია შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღესდღეობით არსებულ ვითარებას, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზი გაესვა პოლონეთის საქართველოსადმი მხარდაჭერის როლს, როგორც 2008 წლის მოვლენების, ასევე მის შემდგომ პერიოდში და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობის კონტექსტში.
 
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ქვემო სილეზიის სავოევოდოს, მარშალის ოფისის, სეიმეკის და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები.