ქ. ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა

12.06.2019  აშშ- . ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რიკერი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თანა-თავმჯდომარეები აშშ-სა და საქართველოს მხრიდან.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის როლი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში. მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, შეაჯამეს გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები.

ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განაპირობებენ, როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით ორმხრივად სარგებლიანი პროექტების განხორცილებას.