რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

16.03.2017 - ​„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს“ - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება შეიცავს რეგიონში დესტაბილიზაციის რისკს.  

განცხადებაში რუმინული მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

 
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12 
1314   15  16      17         1819 
20    21 22       23     24     2526
272829303112
3456789