საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

15.10.2019 სომხეთი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიას შეხვდა. მინისტრების შეხევდრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

 

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში  არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე
 

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.