საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ლაილა გადს შეხვდა

10.07.2018 ქ.თბილისი -   2018 წლის 9 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ლაილა გადთან.
 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. დავით ზალკალიანმა ლაილა გადს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და იმ საქმიანობისთვის რასაც UNICEF-ი ახორციელებს საქართველოში.
 
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას UNICEF-სა და საქართველოს მთავრობას შორის.